მეხიკოში, კოლუმბიელი არტისტის, შაკირას მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, გამოსამშვიდობებელი შოუ გაიმართა. შაკირამ ენერგია არ დაიშურა და გულშემატკივრების წინაშე საოცარი პერფორმანსით წარდგა.
მან ცეცხლოვანი, ენერგიული ცეკვის თანხლებით ისეთი ჰიტები შეასრულა როგორებიცაა Desesperada, Él lo tiene todo, Señora, No le llames amor და ა.შ…
მოგვიანებით ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გრანდიოზული შოუდან შთამბეჭდავი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა.
„მეხიკო, შენ ჩემს გულში ხარ! დიდი მადლობა ჯადოსნური საღამოსთვის ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მომენტია თქვენ ჩემი ძმები და დები ხართ, ყოველთვის და სამუდამოდ“, – ასეთი ემოციური სიტყვებით დაასათაურა შაკირამ პოსტი.
შაკირასა და მალუმას ცეცხლოვანი პერფორმანსი – არტისტებმა კოლუმბიაში კონცერტი გამართეს
ეული და მარტოსული – 48 წლის შაკირას ახალი, გულმოსაკლავი ფოტოები