LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ცოლად ყველა დროის საუკეთესო რეპერს გავყევი“ – კიმ კარდაშიანი SNL-ის ეთერში კანიე უესტზე ალაპარაკდა

109
page

ცოტა ხნის წინ, რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი SNL-ის შოუში გამოჩნდა. ბუნებრივია, „ბალენსიაგაზე“ შეყვარებულმა კიმმა კვლავ დემნა გვასალიას ტანისამოსი მოირგო. ამჯერად მას ვარდისფერი, ხავერდის კომბინეზონი ამშვენებდა.

„გვასალიაგამანია“ – კიმმა შავი ვარდისფრით ჩაანაცვლა – რა ღირს „დემნა გვასალია?“

აღსანიშნავია, რომ 40 წლის კარდაშიანმა მონოლოგში ყოფილ მეუღლესთან, კანიე უესტთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„მე ცოლად ყველა დროის საუკეთესო რეპერს გავყევი. ის არამხოლოდ წარმატებული მუსიკოსი, არამედ ამერიკაში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ფერადკანიანი მამაკაცია, რომელმაც მე ოთხი არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქა“, – აცხადებს კიმი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ტაბლოიდები წყვილის შერიგებაზე ალაპარაკდნენ. ისინი პაემანზე გადაიღეს.

კიმ კარდაშიანი და კანი უესტი შერიგდნენ? – წყვილი უახლესი ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები