ჰაიდი კლუმი და მისი მეუღლე, ტომ კაულიცი ბევრს მოგზაურობენ. ივნისში მოდელს 51 წელი შეუსრულდა. ეს დღე წყვილმა ოჯახის წევრების გარემოცვაში, კურორტზე გაატარა. ახლა კი ჰაიდი და ტომი ქორწინების მეხუთე წლის იუბილეს აღნიშნავენ. ისინი ეგზოტიკურ კუნძულს ეწვივნენ და ინსტაგრამზე სასიყვარულო ფოტოებიც გაავრცელეს.
„ამაზე კარგს ვერც ვინატრებდი, მე შენ მიყვარხარ ტომ“, – ასე დაასათაურა შთამბეჭდავი ფოტო/ვიდეო კლუმმა.