LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ელტონ ჯონი „ვალენტინოს“ ჩვენებაზე მეუღლესთან ხელიხელჩაკიდებული მივიდა – 77 წლის ლეგენდარულ არტისტს გადაადგილება უჭირს

166
page

„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში „ვალენტინოს“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც ლეგენდარული არტისტი, ელტონ ჯონი დაესწრო. მას თან მეუღლე, დევიდ ფერნიში ახლდა.

მალევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კარგად ჩანს, რომ 77 წლის ვარსკვლავს დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან უჭირს. წითელ ხალიჩაზე წყვილი, რომელსაც მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებს, ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდა.

ელტონიც და დევიდიც, როგორც ყოველთვის დახვეწილი „ლუქებით“ იყვნენ წარმოდგენილნი. ჯონს შავი კოსტიუმი ეცვა, რომელსაც მან კოპლებიანი პერანგი შეუხამა. მისი პარტნიორი კი კუბოკრულ კოსტიუმსა და ცისფერ პერანგში იყო გამოწყობილი.

ვიდეო: 77 წლის ელტონ ჯონის დაუვიწყარი პერფორმანსი „დისნეი ლენდში“

პენსიაზე გასული ელტონ ჯონი მეუღლესთან პაემნის დროს გადაიღეს – 76 წლის არტისტის დახვეწილი „ლუქი“

76 წლის ელტონ ჯონი კლინიკაში გადაიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები