სანტა-მონიკაში, Breakthrough Prize-ის პრემიის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ვარსკვლავებს შორის გახლდათ კრისტინა აგილერა, რომელსაც თან საყვარელი მამაკაცი ჯორდან ბრეტმანი ახლდა. წყვილმა ფოტოობიექტივის წინაშე ბევრი იპოზიორა და არც გრძნობების საჯაროდ გამოხატვა მორიდებია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 44 წლის არტისტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. მედიის ცნობით, აგილერამ ჰოლივუდში ფართოდ გავრცელებულ გასახდომ პრეპარატს, „ოზემპიკს“ მიმართა.
ახალი ფოტოების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.
„კიდევ უფრო მეტად დაიკლო“, „ეს უკვე შეუქცევადი პროცესია“, „წონაში კლება უკონტროლო გახდა“, – არ წყდება კომენტარები.
„ოზემპიკის“ საშუალებით გარდაქმნილი კრისტინა აგილერა წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს
„ოზემპიკით“ წონაში რადიკალურად დაკლებული კრისტინა აგილერა Paper-ის ცეცხლოვან ფოტოსესიაში



