LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჯანლუკა ვაკი და მისი გოგონები – ყველაფერი „მოცეკვავე მილიონერის“ შესახებ

507
page

იტალიელი ბიზნესმენი, ჯანლუკა ვაკი ინტერნეტვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ გახდა, როდესაც ცეცხლოვანი ცეკვებით გაითქვა სახელი და „მოცეკვავე მილიონერის“ მეტსახელიც დაიმსახურა. ის მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მის ვიდეოებს სულმოუთქმელად ელიან და მის პირად ცხოვრებას დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს.

იტალიელი ვარსკვლავი საქართველოშიც საოცრად პოპულარულია, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ის და მისი პარტნიორი და აწ უკვე ყოფილი მეუღლე,  ჯორჯია გაბრიელიე „საქრთველოს ბანკის“ რეკლამაში გამოჩნდნენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. ჯანლუკა 1967 წელს დაიბადა, ზოდიაქოთი ლომია, სიმაღლით კი 1,73. უყვარს ცეკვა და ცეკვაზე მეტად ახალგაზრდა გოგონების გარემოცვაში ყოფნა. მისი ყველა პარტნიორი მასზე ასაკით საკმაოდ პატარაა.

აღსანიშნავია, რომ წარსულში ის სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა, მილიონების შოვნის შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო ვარჯიში და სხეული მთლიანად ტატუებით დაიფარა.

როგორც ცნობილია, 2011 წელს ჯანლუკას იტალიელ მოდელთან, მილესა სატასთან დაუვიწყარი რომანი ჰქონდა. მაშინ ჯანლუკა 43 წლის იყო, მილესა კი 24, თუმცა მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვაკის მეუღლე 18 წლით უმცროსი მოდელი და დიზაინერი, ჯორჯია გაბრიელე გახდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

მასთან განქორწინების შემდეგ ვაკიმ არაერთი ახალგაზრდა გოგონას გული დაიპყრო. მას ისეთ ვარსკვლავებთან მიაწერენ რომანს, როგორებიც ბელენ როდრიგესი, ნინა სენიკარი და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ჯენიფერ ლოპესია. განქორწინებიდან ძალიან მალე მოცეკავვე მილინერმა არიადნა გუტიერესთან ერთობლივი ფოტოების გავრცელება დაიწყო, თუმცა მათი რომანიც მალევე დასრულდა.

მის სასიყვარულო კავშირებს შორის ყველაზე სკანდალური ჯინევრა მავილასთან  რომანი იყო, გოგონა ჯანლუკაზე 35 წლით პატარა გახლდათ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

და მაინც, დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ მექალთანე მილიონერი ბოლო ბოლო დაღვინდა და მზადაა, უკანასკნელად შერონ ფონსეკასთან იცეკვოს და  თავის რჩეულს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულოს.

შერონი ჯანლუკამ 2017 წელს გაიცნო, მალევე გოგონა მის საუკეთესო საცეკვაო პარტნიორად და მის მეუღლედ იქცა. გასულ თვეს 53 წლის ჯანლუკას და 25 წლის შერონს ქალიშვილი შეეძინათ. ახლახანს გავრცელებული ინტერვიუს თანამად, წყვილი საოცრად ბედნიერია და მაიამიში გეგმავს საცხოვრებალად გადასვლას.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, თუ ვისთან იცეკვებს ჯანლუკა შემდეგში…

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები