ჯეი ლო, კვლავ თავის ქალიშვილთან ერთად „ბროდვეის“ სპექტაკლს, „ღამე მშვიდობის და წარმატებები“ დაესწრო, რომელშიც ჯორჯ კლუნი მონაწილეობს.
ამ დღეს 55 წლის არტისტი და მსახიობი შესანიშნავ ფორმაში იყო. მას ხავერდის შავი გრძელი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან ღია ვარდისფერი, პომპეზური მოსასხამი შეუხამა. რაც შეეხება 17 წლის ემმას, გოგონამ თავის სტილს არც ამჯერად უღალატა და შავი შარვალ- კოსტიუმი მორგო.
„მამის ასლია!“ – ჯეი ლო 17 წლის ქალიშვილთან უსაყვარლესი ცეკვის ვიდეოს გვიზიარებს