LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „კიდევ ერთი მოახლოებული თვე შენთან შეხვედრისა… შენი დედა არ უნდა დადიოდეს შენს საფლავზე შვილო…“ – გონიოში მომხდარი ტრაგედიიდან 6 თვე გავიდა | მეგი ჯაიანის დედა ემოციურ კადრებს გვიზიარებს

310
ლამარა სურმანიძე მეგი ჯაიანი

14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.

მომხდარი ტრაგედიიდან 14 დეკემბერს 6 თვე გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეგი ჯაიანის დედა, ლამარა სურმანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგის ბავშვობისდროინდელ კადრებს გვიზიარებს.

„კიდევ ერთი ცრემლიანი და ტკივილიანი თვე ჩემო ანგელოზო შვილო 😥😥💔 6 თვე ჩემო გულო შენი არ ყოფნის 😥😥 6 თვეა შენი დედა გულში მაინც გელოდება შვილო 😥💔 იცის კარებს აღარასოდეს შეუღებ შვილო მაგრამ დედის გული მაინც გელოდება შვილო 💔😥. ასე დავიწყეთ შვილო ❤️. ასე გავედით 22 წელი შვილოო ❤️❤️. და ასე უნდა გაგვეგრძელებინა კიდე მაგრამ განგებამ და ბოროტმა ადამიანებმა აღარ დაგვაცადეს ჩემო ანგელოზო 💔 ჩემო მხიარულო და თბილო 💔 შენი დედა არ უნდა დადიოდეს შენს საფლავზე შვილო არ უნდა გტიროდეს დეე 😥😥 ნეტა შემეძლოს ადგილების გაცვლა ჩემო გულო არც კი დავფიქრდებოდი შვილოო 😥💔 რატომ გაგვწირა ასე ყველამ რატომ დეე 😥💔 მიყვარხარ და მენატრები უზომოდ ჩემო სიცოცხლე 😥😥💔 კიდევ ერთი მოახლოებული თვე შენთან შეხვედრისა ჩემო დედიკუნაა😥😥💔“, – წერს ლამარა სურმანიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g