მომღერალ ნუცა შამილაძეს, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის პარალელურად ორსულად იყო, შვილი შეეძინა.
ნუცას გოგონა ეყოლა, რომელსაც კირა დაარქვა.
„კირა კვერნაძეს გაუმარჯოს“ – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.
ცნობისთვის, ნუცა შამილაძე ორსულობის შესახებ მოულოდნელად მაშინ გაიგო, როდესაც სიმსივნეს ებრძოდა.
ვრცლად აღნიშნულის შესახებ ნუცამ პოდკასტში „მედგიდი“ ისაუბრა.


