LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა რომ ჩემს ყველა შიშს და სიხარულს იზიარებდით…ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ თქვენნაირი ადამიანები მყავს“ – ნუცა შამილაძის ემოციური პოსტი

513
2026-06-29_01-06-48_948776

მომღერალ ნუცა შამილაძეს, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის პარალელურად ორსულად იყო, შვილი შეეძინა.

ნუცას გოგონა ეყოლა, რომელსაც კირა დაარქვა.

მომღერალი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას გულთბილი სიტყვებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ჩემი და დათუნას ყველა მეგობარს. ასევე ყველა ნაცნობ, თუ უცნობ ადამიანს, რომლებიც ჩვენთან ერთად გადიოდნენ ამ გზას. მადლობა რომ ჩემს ყველა შიშს და სიხარულს იზიარებდით. არასდროს მტოვებდით მარტოს. მადლობა თითოეული ზარისთვის, შეტყობინებისთვის. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. თქვენი სიყვარული და გვერდში დგომა ჩემთვის ფასდაუდებელია. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ თქვენნაირი ადამიანები მყავს. თქვენ კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ, რომ ცხოვრებაში ადამიანური ნამდვილი ურთიერთობები ფასდაუდებელია“, – წერს ნუცა.

ცნობისთვის, ნუცა შამილაძე ორსულობის შესახებ მოულოდნელად მაშინ გაიგო, როდესაც სიმსივნეს ებრძოდა.

ვრცლად აღნიშნულის შესახებ ნუცამ პოდკასტში „მედგიდი“ ისაუბრა.

ვიდეო: „ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ ეს ბავშვი არ უნდა გამეჩინა… განწირული ვყვიროდი, სიკვდილი მიახლოვდება-მეთქი…“ – როგორ დაორსულდა ნუცა შამილაძე სიმსივნის მკურნალობისას და რატომ არ თქვა შვილის გაჩენაზე უარი

„თურმე არ ვაფასებდი იმას, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი“ – რას ამბობს გოგო, რომელმაც გაბედა და მკერდის სიმსივნეზე საჯაროდ დაიწყო საუბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები