წლის დასაწყისში Channel 5-მა, Fable Pictures-მა და Sony Pictures-მა ენ ბოლეინის შესახებ თავიანთი ერთობლივი პროექტის პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს, საზოგადოებამ ჯოდი ტერნერ-სმიტი ინგლისის დედოფლის ამპლუაში პირველად იხილა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ზოგიერთისთვის ეს პროექტის ავტორებისგან ავანტიურულ ნაბიჯადაა აღქმული, ზოგისთვის კი მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პირველად ისტორიაში, ენ ბოლეინის როლს ფერადკანიანი ქალბატონი შეასრულებს.
სულ ცოტა ხნის წინ სამ ეპიზოდიანი სერიალის პრემიერა შედგა. ერთ-ერთ სცენაში ენ ბოლეინი თავის მეტოქეს, ჯეინ სეიმურს კოცნის. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების მორიგი აღშფოთების ტალღა გამოიწვია. მათი აზრით, სცენარის უდიდესი ნაწილი სრულ შეუსაბამობაშია ისტორიულ ფაქტებთან.