ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიო მედიის ყურადღება ბრედ პიტისკენაა მიპყრობილი. 61 წლის მსახიობი თავისი ახალი ფილმის, „ფორმულა 1“-ის პრემიერებს შეყვარებულთან, 32 წლის ინეს დე რამონთან ერთად ესწრება. მედიაში უკვე წყვილის არაერთი ფოტო/ვიდეო მასალაა გავრცელებული.
არ დააყოვნა ექსპერტების აზრმაც. მათ ბრედ პიტის სხეულის ენა გაშიფრეს და დაასკვნეს, რომ მსახიობი პარტნიორთან დაძაბულია და მათი ენერგეტიკული ველი ერთმანეთთან დისონანსშია.
„ბრედმა საშუალო ასაკის კრიზისი ეს ესაა გადალახა. მოდით შევაფასოთ მათი ქცევა წითელ ხალიჩაზე. ინესი მისკენ საკოცნელად მიიწევს, მაგრამ ბრედი უკან იხევს და მოულოდნელად გვერდზე მდგომ ქალთან იწყებს საუბარს. ეს ძალიან უხერხული მომენტი იყო. ჯგუფური ფოტოს გადაღებისას ბრედი ინესს ყურადღებას არ აქცევს და მას არ უხმობს. წყვილს შორის აშკარად ჩანს ასინქრონულობა და განსხვავებული ენერგიები. მისი მზერა გამუდმებით სხვა რამეზეა ფოკუსირებული. ბრედი ხელის მიხრა-მოხრაც კი დაძაბულია. ყოველივე ეს საგრძნობლად ამყარებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ურთიერთობა ან გამოცდას გადის, ან საქმე გვაქვს სტრატეგიულად დაგეგმილ PR კავშირთან, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მათი ჩაცმულობის მსგავს სტილს“, – აცხადებს სხეულის ენის ექსპერტი, ჯუდი ჯეიმსი
ანჯელინას ჯოლის მიმართ მისი დამოკიდებულება სრულად სხვაგვარი იყო. მასთან ბრედი გაცილებით თამამად და თავისუფლად გრძნობდა თავს და აშკარად ეტყობოდა, რომ „კომფორტის ზონაში“ იმყოფებოდა.
„შეხედეთ მის ფეხსაცმელს… წლის უგემოვნო ლუქი“ – ბრეტ პიტის შეყვარებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია
ვიდეო: 61 წლის ბრედ პიტმა 32 წლის ინეს დე რამონი გამაახალგაზრდავებელ სპა-ცენტრში წაიყვანა






