LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნაომი კემპბელი სამუდამოდ! – „შავმა პანტერამ“ „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე ქარიშხალი დაატრიალა

205
page

მილანში, „მოდის კვირეულის“ ფარგლებში „დოლჩე და გაბანას“ შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. პოდიუმზე ისეთი ტოპ-მოდელები გამოჩნდნენ, როგორებიც ირინა შეიკი, ევა ჰერციგოვა და ნაომი კემპბელი არიან. სწორედ ეს უკანასკნელი ჩაუდგა სათავეში ახალი კოლექციის წარდგენას და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი სილამაზე მარადიულია.

53 წლის ლეგენდარული მოდელი ამჯერადაც უკონკურენტო იყო. მას შავი, მაქმანებიანი „ბრა“ და ავანგარდული სტილის ქვედაბოლო ამშვენებდა, მის „ლუქს“ ამავე ფერის ბერეტი ასრულებდა.

„ცხოვრებას თავისი ციკლი აქვს“ – 53 წლის ნაომი კემპბელი Elle-ს გარეკანზე

ნაომი კემპბელს ასაკი აკლდება – 53 წლის ტოპ-მოდელის თვალწარმტაცი გამოჩენა BOSS-ის ჩვენებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები