პერის ჰილტონმა გამოცემა Flaunt-ის გარეკანი დაამშვენა. ფოტოები საკმაოდ პროვოკაციულია. ქერათმიანი ლამაზმანი სრულიად შიშველი პოზირებს. ერთ-ერთ ფოტოში მას „დოლჩე და გაბანას“ შავი თეთრეული აცვია.
ცნობისთვის, პერისი უკვე ორი შვილის დედაა. გასული წლის ბოლოს ჰილტონს მეორე შვილი შეეძინა. პერისი და მისი მეუღლე, კარტერ რეუმი გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლონდონი დაარქვეს. პერისმა ორივეჯერ სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.