ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი სტადიონზე გულშემატკივრობდა.
თამაშს კვარაცხელიას პატარა ვაჟი, დამიანეც ესწრებოდა.
კადრებს ხვიჩას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
ფრანგები 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან. ხვიჩა კვარაცხელია კი კახი კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.




