სალომე ღვინიაშვილი თავის სამეგობროსთან ერთად საზღვარგარეთ ულამაზეს ადგილას ისვენებს.
დიზაინერსა და ტელეწამყვანს ფოტოები და რამდენიმე ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჩანს, რომ მასთან ერთად შვებულებას საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც ატარებენ. მათ შორის არიან დიზაინერი მაკა კვიციანი, ღონისძიებების ორგანიზატორი ანი პირველი და ცნობილი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია თავის მეუღლესთან თიკა ალავიძე-ფაჩულიასთან ერთად.
„ოჯახი აქ არის“, წერს სალომე ერთ-ერთი ვიდეოს აღწერისას.