„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის წყვილი სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი დაქორწინდნენ. ქორწილის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.
„ბედნიერები იყავით“,
„ძალიან საყვარლები“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ნიკოსთვის ეს მეხუთე ქორწინებაა. მეგობრებმა ის ვიდეოც გააზიარეს, რომელიც პროექტში შესვლისას იყო გადაღებული.
ნიკო ვიდეოში ამბობდა, რომ სალომეს ჰქონდა შანსი მეხუთე ცოლი გამხდარიყო. მეგობრები წერენ, რომ „ნიკოს მისივე წინასწარმეტყველება აუხდა“.