საქართველოს წყალბურთის ნაკრების მეკარემ, ირაკლი რაზმაძემ ახლახან რჩეულს ხელი თამაშზე სთხოვა. გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სთხოვს ხელს ის საყვარელ გოგონას და როგორ იღებს თანხმობას.
ირაკლიმ ვარდების თაიგულით ხელში მიაკითხა რჩეულს, რომელიც სლოვაკეთთან თამაშს ესწრებოდა. მან გოგონას წინ დაიჩოქა და რიტუალი სრულად შეასრულა, რის შემდეგაც თანხმობა მიიღო.