ლინდა ევანგელისტასა და ფრანსუა ანრი პინოს ვაჟმა, ავგუსტინმა უნივერსიტეტი დაასრულა. ამ ღირსშესანიშნავ დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა დედა, მამა და მამის მეორე ცოლი, სელმა ჰაიეკი.
პინოს ყოფილი და ახლანდელი საყვარელი ქალები ფოტოობიექტივის წინაშე ერთად პოზირებდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
ცნობისთვის, 2011 წელს, ლინდა ევანგელისტამ ყოფილი პარტნიორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ფრანსუა ანრი პინო შვილს არ აღიარებდა და მას არც ალიმენტს უხდიდა. სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ ავგუსტინის მშობლები შეთანხმდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სელმა ჰაიეკი ამ ბრძოლაში ლინდას მხარეს იყო. სწორედ მან ითამაშა უდიდესი როლი, რომ მის ქმარს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და ვაჟი ეღიარებინა.
ლინდა ევანგელისტა ამბობს, რომ სარკეში ჩახედვა უჭირს – 59 წლის მოდელი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე
სელმა ჰაიეკის „შერეული ოჯახი“, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის – მსახიობი ახალ ფოტოს ავრცელებს