LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო : უნიკალური ლიმუზინ–თვითმფრინავი გასაყიდად გამოიტანეს

151
chevrlthdair

აუქციონის სახლმა Mecum Auctions გასაყიდად ერთადერთი და უნიკალური ბიზნეს–ჯეტი, ავტომობილის საბურავებიანი თვითმფრინავი გამოიტანა. ბუნებრივია, უჩვეულო ნაჯვარი ცაში ვეღარ აფრინდება და მისი გამოყენება მხოლოდ მიწაზეა შესაძლებელი.

ლაინერის 13 მეტრიან ავტომობილად გადაკეთებას 12 წელი დასჭირდა. მოდელი 8,1 ლიტრის მოცულობის GM ძრავით აღჭურვეს და აგრეგატს 400 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. საბურავები 28 დიუმიანია, სალონში კი 42 დიუმიანი ეკრანია განთავსებული. მგზავრების ჩასხდომა გასაშლელი კიბეებითაა შესაძლებელი.

უნიკალურ ლიმუზინ – თვითმფრინავს კომპლექტში პიკაპი Chevrolet 2500 HD–იც მოყვება, რადგან ავტომობილი ლოტის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ლიმო–ჯეტს ჩვეულებრივ გზებზე გადასაადგილებლად ყველა დოკუმენტი აქვს, ასე რომ მის ახალ მფლობელს ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

მოდელის გაყიდვა ზაფხულისთვის იგეგმება და საწყისი ფასი კი 5 მილიონი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g