LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც 83 წლის ასაკში ულამაზეს სამკაულებს საკუთარი ხელით ქმნის – ჟანა კავლელიშვილის გამოფენა „მუზაში“ გაიმართა

412
ჟანა კავლელიშვილი

ჟანა კავლელიშვილი უკვე 15 წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს.

ქართველი ემიგრანტი საქართველოში ახლახან ჩამოვიდა და მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ სამშობლოში გამოფენის გამართვა სურდა.

უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც 83 წლის ემიგრანტი თავაუღებლად მუშაობს, ღამეებსაც კი ათენებს იმისთვის, რომ ლამაზი ხელნაკეთი სამკაულები შექმნას.

ბროშები, საყურეები, ყელსაბამები, – ორიგინალური დიზაინით მხოლოდ ხელით მუშაობის შედეგია.

ჟანა კავლელიშვილი აშშ-ში საქართველოს დღეებსა თუ თბილისობაზე თავის ნამუშევრებს ხშირად გამოფენს ხოლმე, საქართველოში კი პირველად ჩამოიტანა.

გამოფენა-გაყიდვა „მუზაში“ 2023 წლის 8 ოქტომბერს შედგა.

ქართველი ემიგრანტის ბრენდს Jana Kavleli Art ჰქვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები