LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: წყვილს მატჩის დროს ტრიბუნაზე სექსი ჰქონდა – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

106
oakland-coliseum

კალიფორნიის ქალაქ ოკლენდის პოლიციამ დაიწყო ტრიბუნაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება „ატლეტიკსა“ და „სიეტლ მარინერს“ შორის ბეისბოლის ლიგის მატჩის დროს.

თამაშის შემდეგ სოცქსელებში გავრცელდა მოყვარული ვიდეო, რომელზეც ჩანან ცარიელ სექტორში განმარტოებული მამაკაცი მუქ მაისურსა და ქალი ყვითელში. ვიდეოზე ჩანს, რომ ქალბატონი გასასვლელში ზის და მისი მოძრაობები ორალურ სექსუალურ აქტზე მიუთითებს.

უხამსმა კადრებმა 2.5 მლნ ნახვა მოაგროვა, ხოლო კომენტარი „ტრიბუნებზე მეტი მოვლენაა, ვიდრე მოედანზე“ ასობით ათასი მოწონება დაიმსახურა.

პოლიცია ადგენს სექსის მოყვარულთა ვინაობას. თუ საჯარო ადგილზე საზოგადო მორალის დარღვევა დადასტურდა, მათ 6 თვემდე ციხე ემუქრებათ.

არენა RingCentral Coliseum, სადაც ინციდენტი მოხდა, 46 ათას მაყურებელს იტევს. იმ დღეს ტრიბუნებზე მხოლოდ 9 ათასი კაცი იყო, რაც MLB-ის მატჩებისთვის ძალიან მცირე რიცხვია. სკანდალური გადაღება შორეული ტრიბუნიდან მოხდა, ამიტომ გარჩევადობა ძალიან დაბალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები