ტეხასის შტატში, ჰიუსტონში წინა კვირას ძალიან ძვირი ავარია მოხდა. რკინიგზაზე მატარებელი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, სატვირთოს ამ დროს უიშვიათესი სუპერქარები გადაქონდა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში ადამიანები არ დაზარალებულან, რასაც ვერ ვიტყვით ავტომობილებზე. თანაც ყველაზე მეტად ყველაზე ძვირადღირებული ტვირთი Ferrari SF90 Stradale დაიმტვრა.
გამოცემა The Leader–ის ინფორმაციით, სუპერქარების გადამზიდმა რელსების გადაკვეთა სცადა და ამ დროს ლიანდაგებზე გაიჭედა. მემანქანემ სატვირთო კი დაინახა, თუმცა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და სატვირთო რამდენიმე მეტრის მანძილზე გაათრია.
ყველაფერი კი იმის ბრალი იყო, რომ სატვირთოს მძღოლმა მარშრუტი არასწორად შეადგინა, ლიანდაგების სიმაღლე ვერ გათვალა და ძვირადღირებული შეცდომის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ლოკომიტივის სიჩქარე ძალიან მაღალი არ იყო, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ სატვირთო ადგილიდან დაძრულიყო და სერიოზული დაზიანებებიც მიეღო.
ავტოვაზს რამდენიმე სუპერქარი გადაქონდა და მათი ღირებულება მილიონობით დოლარია.





