LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველაზე პიკანტური ფოტო „ადიდასისა“ და ბიონსეს ბრენდის ახალი კოლექციიდან

143
pageffff

ცოტა ხნის წინ სპორტულმა ბრენდმა „ადიდასმა“ ბიონსეს ბრენდთან, „ივი პარკთან“ ერთობლივი, რიგით მესამე კოლექცია წარადგინა. კოლექციის სახე თავად ბიონსეა.

არტისტი ბრენდის ყავისფერ სამოსს არეკლამებს. ესაა ტყავის ლეგინსები, ტოპები და დუტის ხელთათმანები. ვარსკვლავმა „ინსტაგრამაზე“ ახალი ფოტოები განათავსა, სადაც პიკანტურ, საოცრად სექსუალურ ტყავის ბოდეში პოზირებს. კადრებში მუსიკოსთან ერთად, მისი 9 წლის შვილი, ბლუ აივიც მონაწილეობს, რომელიც კოლექციიდან საბავშვო ხაზს უწევს რეკლამირებას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tina Knowles (@mstinalawson)

ახლახანს ინტერნეტში კოლექციიდან ბიონსეს ყველაზე პიკანტური ფოტო გავრცელდა. ვარსკვლავს ტყავის, კრემისფერი ბიკინი აცვია, რომელსაც ამავე ფერის დუტის ხელთათმანები და მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა. ფოტოები შეუდარებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები