LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველგანმავალი სპორტქარები – სწრაფი ავტომობილები უგზოობისთვის

113
porsche

თითქოს ყოველთვის ითვლებოდა, რომ სპორტქარი და უგზოობა – შეუთავსებელი მცნებები იყო. არადა, მძლავრი და დინამიკური ავტომობილების ზოგიერთ მფლობელს უნდა რომ არამხოლოდ ასფალტი, არამედ მის მიღმა არსებული გზებიც დაიპყროს.

ქარხნული სპორტული ავტომობილები, რომელიც სწრაფ სვლაზეა ორიენტირებული და თან ყველგანმავლის თვისებებიც აქვს, ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით არსებობს, სავარაუდოდ მათ შორის ყველაზე ცნობილია – Lamborghini და Porsche.

ამასობაში მრავალრიცხოვანი ტუნინგ-ატელიეები რეგულარულად მუშაობენ ასეთ პროექტებზე. ამასთან, ბაზად ისინი იყენებენ როგორც თანამედროვე, ასევე ლეგენდარული ბრენდების რარიტეტულ მოდელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები