ინფლუენსერი და ფიტნესინსტრუქტორი თიკო ყაველაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ინდოელი ომარ ამანია.
სოციალურ ქსელში ქორწილიდან არაერთი კადრი გავრცელდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ბავშვობაში ყველა ვოცნებობდით იმ ერთ დღეზე, როცა ჩვენი პრინცესული კაბა გახდება რეალობა 👑 დღეს ის დღეა — ოცნება აწყობილია ბრჭყვიალით, სინაზით და ჯადოსნური ენერგიით 💫💖“, – წერს თიკო ყაველაშვილი“.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ქორწილი ინდოეთშიც გადაიხადა და თიკომ ქორწილში ინდური ტრადიული კაბაც მოირგო.
„პატარა ზღაპრული ინდური ქორწილი 🇮🇳🇬🇪“, – წერს თიკო გამოქვეყნებულ ფოტოებზე.
აღსანიშნავია, რომ თიკოს სოციალურ ქსელში 185 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც თავისი ყოველდღიურობის შესახებ უზიარებს ინფორმაციას. გამოქვეყნებული კადრები დიდი მოწონებით სარგებლობს.
