LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს, საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ“ – შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას, 4 წლის ლუსის დღეს ბინა უყიდეს

222
Untitled design (2)

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაღუპული სოფო ბაკურაძის 4 წლის შვილს – ლუსის, მოქალაქეების მიერ ერთობლივად შეგროვებული 108 000 ლარით დღეს ბინა შეუძინეს.

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას, 4 წლის ლუსის ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა 

ინფორმაციას და ბინის ფოტოებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა • Yar“ სოციალურ ქსელში ავრცელებს და გვერდში დგომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ქართველ ემიგრანტებს უხდის:

„საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და დღეს, 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ.

„რაჭის ახალგაზრდული ასამბლეისა“ და „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრის“ გუნდი მადლობას გიხდით საზოგადოების თითოეულ წევრს უპრეცედენტო სოლიდარობისა და ნდობისთვის.

მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ სათქმელი თითოეულ თქვენგანამდე მოგვეტანა.

ასევე, მადლობას ვუხდით რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც რაჭისთვის ამ მძიმე დღეებში, მასშტაბური კამპანია მართეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყანას შოვის ტრაგედიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას რაჭისა და რაჭველი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის“, – წერია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

? საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და დღეს, 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ ✅

▪️ ,,რაჭის…

Posted by რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა • Yar on პარასკევი, 18 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, გლოელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. ამ დროისთვის 4 წლის ლუსი ახლობლებთანაა, მისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები