ვატო ნაცვლიშვილი იუბილარია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი ქალიშვილი, მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„იმდენი რამის დაწერა ვცადე… მაგრამ როგორ გადმოვცე სიყვარულით სავსე ცხოვრება, თავგანწირვითა და ძალით, რამდენიმე სიტყვაში? შენ იყავი ჩემი მეგზური, მფარველი და უსაფრთხო ადგილი.
გილოცავ 50 წლის იუბილეს, მსოფლიოში საუკეთესო მამა. სიტყვებით ვერ აღვწერ ისე მიყვარხარ“, – წერს თაკო ნაცვლიშვილი.