“ჩაკრულოს” გურჯაანში ძეგლს დაუდგამენ. 6 მეტრიანი მონუმენტი ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში აღიმართება. ნამუშევრის ავტორი მოქანდაკე ირაკლი ჟვანიაა.
„ჩაკრულოს“ მონუმენტი, მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს, ხოლო მას შემდეგ, რაც მონუმენტით მოხიბლული დამთვალიერებელი მას მიუახლოვდება, ჩანაწერს გაიგონებს. სწორედ იმ ხმას, რომელიც გალაქტიკის უსასრულო სივრცეში დღემდე ისმის.
შეგახსენებთ, „ჩაკრულო“ იმ 27 უნიკალურ ჩანაწერს შორის მოხვდა, რომლებიც „ნასამ“ კოსმოსში გაუშვა.
სიმღერას საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ასრულებს ანზორ კავსაძის ხელმძღვანელობით, სოლისტები კი როსტომ საღინაშვილი და ილია ზაქაიძე არიან.