LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: „სილამაზის ქალღმერთი“ – ელენე ეპიტაშვილი ულამაზეს კაბაში პოზირებს და კადრებს „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს

185
ელენე ეპიტაშვილი

მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, განსაკუთრებით გაიზარდა ყურადღება ქართველი ფეხბურთელების და მათი ოჯახების მიმართ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ ელენე ეპიტაშვილმა საზოგადოებაში გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება და უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა.

გამორჩეული სილამაზე ის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც ელენეს ახლავს და გულგრილს არავის ტოვებს. ელენე ხშირად ანებივრებს საკუთარ გამომწერებს და როგორც ოჯახურ, ისე პირად ფოტოებსა თუ ვიდეოებს უზიარებს. გამოქვეყნებული კადრები ყოველთვის დიდი მოწონებით და გულთბილი კომენტარებით სარგებლობს.

გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა „ინსტაგრამზე“ ელენეს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, რომელშიც თეთრი ულამაზესი კაბა აცვია და შესანიშნავად გამოიყურება.

„ქალი ეშხი🔥❤️“, „სილამაზის ქალღმერთი !!!😍“, „ულამაზესი ხარ ელე❤️❤️❤️❤️❤️“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g