ბოლო 2 კვირაა, 63 წლის მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიმართ ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული. გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მას პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ და მის თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებენ.
თუმცა ცხოვრება გრძელდება და მსახიობმა და მისმა მეუღლემ ეს რთული პერიოდი მალე უნდა გადალახონ. ახლახანს 37 წლის ჰილარიამ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, ოჯახი ჰელოუინს აღნიშნავს. ალეკს ვიკინგის კოსტიუმი აცვია, ჰილარია კი შავი კაბით პოზირებს.
„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს დღესასწაული ვაჩუქოთ“, – ასე დაასათაურა ფოტოები ჰილარიამ.
აღნიშნულმა ფოტოებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება სულ ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო არაეთიკური და ნაადრევია. ზოგიც ფიქრობს, რომ ცხოვრება გრძელდება, ისინი 6 შვილის მშობლები არიან და ამ ყველაფერს სწორედ ბავშვებისთვის აკეთებენ.
„არაეთიკური და უდროოა“, „რა საჭირო იყო ყოველივე ეს?“, „ამას შვილებისთვის აკეთებს, ცხოვრება გრძელდება“, – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: „ტრილიონში ერთი მოვლენა“ – ალეკ ბოლდუინმა ტრაგედიის შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა