ფრანგ მამლებს უფლება აქვთ იმდენი იყივლონ რამდენიც გაუხარდებათ და მათ ხელს ვერავინ შეუშლის. ქვეყანაში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც მხარს უჭერს ფერმერებს და უკმაყოფილო მეზობლების საჩივრებისგანაც იცავს.
გამოცემა Nbc news-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 500-მდე ფერმერს აქვს კანონთან პრობლემა იმის გამო, რომ მეზობლები ფერმიდან გამოსული ხმაურის ან სუნის გამო უჩივიან. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ კი სოფლის მოსახლეობა ასეთი მიზეზით პროტესტს ვეღარ გამოთქვამს და ის ვინც ფერმის სიახლოვეს ცხოვრობს – გარემო პირობებთან შეგუებაც მოუწევს.
ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევებისთვის, როცა ფერმებს ამა თუ დარღვევის გამო უჩივლებენ.