LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგმა გამნამღველებმა შეცდომით დაპარკინგებული Porsche გააუვნებელყვეს

33

ფრანგმა გამნამღველებმა არასწორად დაპარკინგებული Porsche 911 Carrera S გააფუჭეს, რომელიც პარიზში, ტაქსების პარკინგზე იდგა და პოლიციის ყურადღება მიიქცია.

Le Parisien-ის ინფორმაციით, 25 წლის პარიზის მაცხოვრებელი სენ-ჟერმენის ბულვარზე, კლუბში მივიდა და ავტომობილი მხოლოდ ტაქსებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დატოვა. კლუბიდან გამოსული მეპატრონე კი ავტომობილის გარეშე წავიდა და Porsche მთელი ღამით დატოვა.

სპორტქარმა მორიგე პოლიციელების ყურადღება მიიქცია, რომლებმაც გამნაღველების ბრიგადა გამოიძახეს. დილას ავტომობილთან მისულმა ახალგაზრდა მამაკაცმა უკვე დაზიანებული ავტომობილი აღმოაჩინა.

ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლმა ადვოკატი აიყვანა, მომხდარზე პარიზის პოლიცია კომენტარს არ აკეთებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები