LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ქალაქი ბურჟი ევროპის კულტურის დედაქალაქი გახდება

145
97898

ფრანგული ქალაქი ბურჟი 2028 წელს ევროპის კულტურის დედაქალაქის ტიტულს გადაიბარებს. ქალაქი ამ წოდებას ჩეხეთის და მაკედონიის დასახლებებთან გაინაწილებს, წერია ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე.

საპატიო ტიტულისთვის ბრძოლა ბურჟმა დევიზით „მომავლის ტერიტორია“ მოიგო. კულტურის დედაქალაქის როლში ქალაქი ასობით ფესტივალს და ღონისძიებას ჩაატარებს და განსაკუთრებით ხაზი გაესმება ეკოლოგიის თემას. დიდად სავარაუდოა, რომ 2028 წელს ადამიანები ბურჟში არა თვითმფრინავით, არამედ მატარებლით ჩავიდნენ ხოლმე. გარდა ამისა, მერიაში ისიც დააზუსტეს, რომ ბევრი ღონისძიება ისეთ ადგილებში გაიმართება, რომელიც წლები მიგდებული იყო და შემდეგ აღადგინეს.

ევროპის დედაქალაქის ტიტულს ქალაქებს 1985 წლიდან ანიჭებენ. პროექტის მთავარი მიზანია მისცეს ევროპელებს მეზობლების უკეთ გაცნობის საშუალება და ჩართოს ისინი საერთაშორისო დიალოგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები