LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა: პენმარათონზე ქართველი ავტორები დააჯილდოვეს

102

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელშიც წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის  სტატუსით მონაწილეობს, საერთაშორისო „პენმარათონი 2018“ გაიმართა. საკონკურსო კომისიამ ექვსი გამარჯვებული გამოავლინა. მათ შორის მოხვდა სამი ქართველი ავტორი.  ჯილდოები დაიმსახურეს: ირმა მალაციძემ (I პრემია – 3000€ ), ალეკო შუღლაძემ (II პრემია – 2000€ ),   მინდია არაბულმა (III პრემია – 1000€).

პენმარათონზე გამომცემლობა „დიოგენემ“ კონკურსის შედეგად შექმნილი 10 საუკეთესო ნაწარმოებისაგან შედგენილი ორენოვანი (ქართულ-გერმანული) კრებულის პრეზენტაცია მოაწყო.

კრებულში შესულია მინდია არაბულის, ნინო გუგეშაშვილის, თეა თოფურიას, ირმა მალაციძის, ალეკო შუღლაძის, სარა ბერგერის, ტილო დირკესის, სიმონა ჰარმაინეკეს, ლასე კოლმაიერისა და იანა ფოლკმანის მოთხრობები.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო უკვე მეორე დღეა, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.წელს საქართვლეო წარმოდგენილია ქართული ლიტერატურის სამასამდე უცხოენოვანი თარგმანით

ქართულ პავილიონში ქვეყნის ეროვნულ და თემატურ სტენდებზე ათობით ლიტერატურული და კულტურული სივრცე ქართველ ავტორებსა და არტისტებს ეთმობათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g