LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია: რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა

105
BeFunky-collage

“თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი და იგივე გზას ადგეს, იგივეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი – როგორი იქნება ჩვენი საქართველო?,” – ამის შესახებ პარტია “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვაზე განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი: თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას

“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც მილიარდები მოუტანა საქართველოს და ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე, წინა ხელისუფლების პირობებში. ადამიანს, რომელსაც მილიარდები აქვს საქართველოში შემოტანილი და ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს, რომლებსაც მილიარდები აქვთ გატანილი საქართველოდან, ხმასაც არ იღებენ და არცერთ რეზოლუციაში ამაზე საუბარი არ არის.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში დღეს იყოს ასი ბიძინა ივანიშვილი, ასი და იგივე გზას ადგეს, იმავეს აკეთებდეს, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. როგორი იქნება ჩვენი საქართველო? აქ ჩვენმა მეგობარმა, არმაზმა თქვა, მიდიან საქართველოდან. კი, მიდიან. არის ეს ტენდენცია, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ხალხი არ წავიდეს. როცა იქნება ასი, როგორც ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი არ წავა. არ წავა ეს ხალხი მაშინაც, თუ ჩვენი პარლამენტი, ხელისუფლება მიიღებს ისეთს კანონებს, მისაღები იქნება იქ წასული, გაქცეული, თუნდაც ქართველები, რომლებიც ითხოვენ და უნდათ ჩამოსვლა. რა კარგი იქნებოდა, რომ ასი ივანიშვილი იყოს, რა ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g