პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის ფინანსებს აგროვებს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ქართველებს საევაკუაციო მანქანა სჭირდებათ, რომლის ღირებულებაც 5-6 ათასი დოლარია და ის მათ ქართველი ხალხის სახელით გადაეცემათ.
„უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფ ქართველ მებრძოლებს დაუზიანდათ მანქანა, რომელსაც იყენებდნენ საევაკუაციოდ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად და ა.შ.
მსგავსი მანქანის შეძენას სჭირდება 5-6 ათასი დოლარი – შეძენილ მანქანას მათ ჩაუყვანენ ქართველი ხალხის სახელით.
ყიდვიდან დაწყებული მებრძოლებამდე ჩასვლით, მთელი პროცესი იქნება საჯარო.
ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი – მიმღები გიორგი მსხალაია
- #GE67BG0000000101218328
- GE67BG0000000101218328
თიბისი ბანკი – მიმღები ნიკოლოზი მიქაია
- #GE33TB7527145066300003
- GE33TB7527145066300003
ფეიფალი: paypal.me/BGrigalashvili
დანიშნულებაში მიუთითეთ „თავისუფლებისთვის“
ძალა ერთობაშია!
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.