LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად! თქვენი სელფი, შესაძლოა, პორნოსაიტზე განათავსონ

265

ავსტრალიელი ქალის ფოტოები პორნოსაიტებმა „ფეისბუქიდან“ მისი ნებართვის გარეშე აიღეს. ნოელ მარტინი 17 წლის იყო, როდესაც მისი ფოტოები პროფილიდან აიღეს და პორნოსაიტებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააზიარეს.

საიტების მომხმარებლებმა სურათები ფოტოშოპით დაამუშავეს და ნოელის თავი სხვის ტანს მოარგეს.

საკუთარი ფოტოების პორნოსაიტებზე აღმოჩენა მარტინისთვის ძლიერი შოკი აღმოჩნდა.

„საიტების მომხმარებლებს შეუძლიათ, დაანგრიონ ამით გოგოების ცხოვრება,“ – განაცხადა ნოელმა.

გოგონა უკვე 22 წლისაა, თუმცა დღემდე ვერ შეძლო, საკუთარი სურათები პორნოსაიტებიდან გაექრო. ამასთან, მარტინი ამტკიცებს, რომ მის გარდა საიტების მომხმარებლების მსხვერპლი კიდევ ბევრი ქალი გახდა და “უდანაშაულო” ადამიანების ფოტოების მოპარვა მათთვის პოპულარული გატაცებაა.

 

noelle-martin

noelle-pic

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g