LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fruit logistica-ში წელს 11 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

135
berlin

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაზე წელს წარმოდგენილი იყო  ლურჯი მოცვის, ჟოლოს, თხილეულისა და  სუნელების მწარმოებელი ის კომპანიები, რომელთა  პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ დაათვალიერეს.

FRUIT LOGISTICA  ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მეხილეობის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოფენაა და წარმოადგენს დიდ პლატფორმას ე.წ Fresh და მშრალი ხილის მწარმოებელთათვის. გამოფენას ყოველწლიურად 63 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს მასში მონაწილეობა 100-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2600-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g