LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე: „იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული  და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, რადგან  წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში“

778
ნინო-გოგიჩაძე

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ წარმატებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს პოზიტიური გარემო და მშობლის უპირობო მხარდაჭერა:

„ნებისმიერი შეფასებითი კომპონენტი, რომელსაც მშობელი გამოიყენებს, ბავშვზე აისახება. რაც ვიცით  წარმატების შესახებ, არის, რომ ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რომ მე რაღაც გამომივა, რაღაცაში წარმატებული ვიქნები. როცა ვსაუბრობთ, რომ მშობელი გადამწყვეტია ბავშვთან მოლოდინების ფორმულირებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი კიბე და მშობელი გრძელვადიანად ხედავს, როგორია კიბის დასასრული. მაგრამ ყოველ მოცემულ მომენტში ის ბავშვს არ სთხოვს, მაღლა და მაღლა ავიდეს, არამედ ის საფეხური დაძლიოს, რომელიც მას ამ მომენტში შეუძლია. ამ დროს მშობელი ეხმარება ბავშვს და იღებს უკუკავშირს, ეს არის ყველზე ეფექტური და მარტივი მოდელი.

არსებობს მიზანი, რომელიც ალბათ ბავშვისთვისაც ხელშესახებია და მშობლისთვისაც ნათელია და მისი შესრულების პატარა საფეხურებით იწყება, რომელიც მიგვიყვანს შედეგამდე. ეს გზად ნამდვილად გაგვიყვანს შედეგამდე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში. როგორ გავხადოთ ეს პროცესი ისეთი, რომ არ იყოს იძულება და სიმკაცრის გამოხატულება? ნებისმიერი საგანმანათლებლო სიტუაციის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. აქ მნიშვნელოვანია ოპტიმისტური რეალიზმი. რეალიზმი არის ის, როცა მე  ვიცი, რა  გამომდის.

როდესაც მშობლები ვამბობთ, რომ ნიჭიერია ბავშვი, ეს ზოგადია, საჭიროა უფრო მარტივად ავხსნათ, რა გამოსდის მას. აი, ავიღოთ ორი ასაკობრივი ჭრილი, 96 წლის პიანისტი, რომელსაც სოლო კონცერტი აქვს და ერთი წლის ბავშვი, რომელიც დგას პირველ ნაბიჯებს. როცა ვამბობთ,  ნიჭიერია ადამიანი? წარმატებულია  ის? ერთი წლის ბავშვის შემთხვევაში ჩვენი მიზანია ის, რომ მან ჯერ უნდა გაიაროს, 96 წლის ადამიანის შემთხვევაში, კი მიზანი ბევრად სხვაა. ერთი წლის ბავშვს რომ დავუბრუნდეთ, მას ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს სიარული. მას სჭირდება ამის მოტორული წინაპირობა. ჰოდა, გეკითხებით, ეს ნიჭია, თუ ეს შესაძლებლობაა? არიან ბავშვები, რომლებმაც რთულად ისწავლეს და ისინი, ვინც მარტივად სწავლობს. არიან ისეთებიც, ვინც ადვილად ისწავლეს, თუმცა ეს ვერაფერში გამოიყენეს, მაგრამ ისეთებიც, ვინც რთულად ისწავლა, წავიდა სპორტში და გადასარევად იყენებს ფიზიკურ უნარებს. მაშ, რომელი ბავშვი გაივლის უფრო სწრაფად? ის, ვისაც მეტი მცდელობა აქვს და კარგი მხარდაჭერა. ბავშვმა სისტემატურად უნდა მოსინჯოს თავისი უნარები, გავარჯიშდეს, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, მაგრამ გარემო უნდა ეხმარებოდეს მას.

გარდა იმისა, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინდივიდუალური მოცემულობა განვითარებისთვის, ჩვენ გვინდა გარემოს ხელშეწყობაც.

 

#წარმატებულიშვილი

?როგორ დავეხმაროთ შვილებს, რომ იყვნენ წარმატებულები? ?

სტუმარი: ნინო გოგიჩაძე – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

Posted by პირადი ექიმი მარი მალაზონია • 1tv.ge on ხუთშაბათი, 10 ნოემბერი, 2022

 

 

იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული  და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, იმიტომ, რომ ტვინი მხოლოდ ამ მდგომარეობაში სწავლობს. თუ მე მხარდამჭერი მშობელი მყავს, მაქვს შანსი, რომ ვიყო პოზიტიურ გარემოში და წავიდე დადებითი ემოციებისკენ. ერთი მხრივ, ხომ ადვილია სიხარულის გაცემა, მაგრამ როცა ბავშვი დაღლილია, გამოუძინებელია, ბევრი აქვს სამეცადინო, სად იპოვოს მან სიხარული?“ – ამბობს ნინო გოგიჩაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის  გადაცემაში „პირადი ექიმი –  მარი მალაზონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g