ბედნიერების შეგრძნება ზრდასრულებს და პატარებსაც საპოვნელი გაუხდათ, – ამის შესახებ განაცხადა მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში, ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ, იცნობს თუ არა ვინმეს, რომელიც დღეს ქვეყანაში ბედნიერია.
“მართლა გეუბნები, ფსიქოლოგთან შვილი ორი თვე ვერ ჩავწერე, რადგან ადგილი არ არის. პანდემიის მერე რაღაც პრობლემები ჰქონდა და ბოლოს სახლში მიგვიღეს. ახლა ვოლსკი რომ გამოდის, ცხრა წელი მართლა მიცვალებულებით მოდიოდნენ და მეტი არაფერი პლუსი არ ჰქონიათ.
ცხრა წელია მელაპარაკებიან ამ სისხლიანი ბანერებით და ერთი საარჩევნო კაპანია არ იყო, რა გამიკეთეს, როგორი წინსვლა იყო…
თან საშინელება ისაა, რომ გარდაცვლილ ოჯახებს ამ ტკივილს ახსენებენ. ოღონდ ცუდად, იყენებენ და არაფერს არ იძიებენ.
ვინმეზე თუ შეიძლება ვთქვათ, რომ მიცვალებულებით ვაჭრობენ, სამწუხაროდ, არის “ოცნება”.
ისე სახელიც ზუსტი აქვთ. ვერ ვხდები, ვიღაცის არმოწონება, ამათ მოწონებას რაინაირად იწვევს”,- აღნიშნა მსახიობმა.
