კონკურსის Comedy Wildlife Photography Awards-ის გამარჯვებული დასახელდა და წელს ეს პატივი ფუღუროში გაჭედილ ციყვს ხვდა წილად.
კონკურსის ორგანიზატორებმა წელს 9000-ზე მეტი განაცხადი მიიღეს. ეს კი კონკურის არსებობის 10 წლიან ისტორიაში მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. ჟიურიმ გამარჯვებული 40 ფინალისტს შორის აირჩია. მთავარი პრიზი – კენიაში საფარია და ის პროფესიონალ ფოტოგრაფს იტალიიდან, მილკო მარკეტის გადაეცა.
გამარჯვებული კადრი იტალიის ერთ-ერთ პარკშია გადაღებული. „ამ ფოტომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ მომენტში სასიამოვნო ღიმილიც მომგვარა“, – ამბობს მარკეტი.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე სხვადასხვა კატეგორიებში, ისეთში როგორიცაა – „ჩიტები“, „რეპტილიები“, „მწერები“ და „თევზები“. გამორჩეულ კადრებს შორის მოხვდა – მომღიმარი ბაყაყი, ჩახუტებული ბუები და ქვას დაჯახებული ჩიტები.