LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფული უნდა ვიშოვო, ბებო მყავს დასაკრძალი.. ამ დროს პატრიარქი მაწვდის კონვერტს: ბექა ჩხაიძე პატრიარქთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს

18976
BeFunky-collage (3)

მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

“ეხლა მოგიყვებით ერთ ისტორიას!!!

ჩემმა მეგობარმა დამირეკა საპატიმროდან და მთხოვა, ბებია მყავს გარდაცვლილი და შენი იმედი მაქვსო, იქნებ პატარა ქელეხი გამიკეთოო. ჩემს მეგობარს არც დედა ჰყავს და არც მამა, ბებიის გაზრდილია და ეს გამზრდელი ბებია გარდაეცვალა.

ღამით დამირეკა და ორ დღეში იყო გასვენება ბებოსი, გავიღვიძე მეორე დღეს და ვფიქრობ, ვის ვესესხო ფული რომ ამ ქალბატონის გასვენება ჩავატარო ისე, როგორც ეკუთვნის და მთხოვა ჩემმა მეგობარმა. ამ დროს მირეკავენ საპატრიარქოდან და მეუბნებიან დღეს პატრიარქს სურს “ალილოსთან” შეხვედრა რომ დაგლოცოთ, 3 საათზე. ვიფიქრე, როდესაც გამოვალ საპატრიარქოდან მერე ვიშოვი ამ ფულსთქო.

როდესაც პატრიარქთან მივდივართ ვმღერით და ვგალობთ, გვლოცავს, გვეფერება და მაქსიმალურად ცდილობს რომ ტკბილი მიირთვა, გაწვდის ტკბილს, ამ დროს მე ფული უნდა ვიშოვო. რომ ჩემი მეგობრის ბებო მეორე დღეს დავკრძალოთ. ამ დროს პატრიარქი დგება და ეხლავე მოვალო, 5 წუთში ბრუნდება და პირადად მე მაძლევს კონვერტს. რათქმაუნდა საერთოდ არ მიხსენებია არც ფული და არაფერი, მაწვდის კონვერტს და ამ კონვერტში დევს 1000 ევრო.. ეს სიტკბოებაში მოიხმარეთო. ბებოც დავკრძალე და ეს სურათი გადავიღეთ იმ დღეს.

#მიყვარსჩემიპატრიარქი”,-წერს ბექა ჩხაიძე ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g