ტექნოპარკში, შესაბამისობის განვითარების საგანმანათლებლო ცენტრის (CDEC) ინიციატივითა და “ბაზისბანკის” მხარდაჭერით, განხორციელდა ტრენინგი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) საკითხებში.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ”ბაზისბანკის” თანამშრომლები.
ცნობისთვის, პროექტი მიზნად ისახავდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ცნობიერების გაზრდას.