LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფულის მოცემა არ გამიბედო! ეს ყვავილები ჩემგან მიართვი გივისო… 9 წელი გავიდა და თქვენს მიმართ სიყვარული არ ნელდება…“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი გივი ბერიკაშვილზე

275
დიმიტრი ხვთისიაშვილი გივი ბერიკაშვილი

მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი აქვეყნებს. 

„უძვირფასესი გივიკოს წასვლიდან 9 წელი გავიდა. მაშინაც ვნების კვირა იყო. ეჰ…

ყვავილების გამყიდველი – თქვენ გივი ბერიკაშვილის ნათესავი არ ხართ?

– დიახ. ფაქტობრივად. ისე, უფრო ნათელ-მირონი…

– ჰო, იმ დღეს ტელევიზორში გნახეთ, მის ბიჭზე ლაპარაკობდით. საწყალი, როგორ დამენანა… ბედნიერი კაცი ყოფილა გივი…

– დიახ. (ვაგრძელებ ყვავილის შერჩევას. ბურთი მეჩხირება ყელში)

– მოდი, მოგეხმარებით, რისთვის გინდა? კენტი გინდა თუ ლუწი?

– გივისთვის მინდა, დღეს მისი გარდაცვალების დღეა.

– ფულის მოცემა არ გამიბედო! ეს ჩემგან მიართვი გივის. (საგანგებოდ შეარჩია)

ბატონო გივი, 9 წელი გავიდა და თქვენს მიმართ სიყვარული არ ნელდება…“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g