ამერიკელმა ბლოგერმა, ბრიანა მაკდონელმა ფუმფულა მოდელების მონაწილეობით კალენდარი გამოუშვა. მისი თქმით, სურს შეცვალოს წარმოდგენა პრიალა ჟურნალის გარეკანზე ლამაზი სხეულის შესახებ.
როგორც წესი, გადაღებისთვის ყოველთვის გრძელფეხება ლამაზმანებს იწვევენ, თუმცა კალენდის #BeInYourSkin2018 გვერდებზე პლუს-ზომის კატეგორიის გოგონები მოხვდნენ, რომლებიც კამერების წინ საცურაო კოსტიუმში ან მის გარეშე პოზიორობდნენ.
სავსე მოდელები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ბოლო წლებში აგორებული კამპანიებისა, მათ მიმართ ყოველთვის აგდებული დამოკიდებულებაა. ყველა ვერ აღიქვამს იმ ფაქტს, რომ ქალი შესაძლოა, ნებისმიერი წონის შემთხვევაში ლამაზი იყოს.
ბრიანა მაკდონელის თქმით, ეს კალენდარი უჩვენებს, რომ მსხვილი ფორმებიც ლამაზია და მან ქალს მეტი თავდაჯერებულობა უნდა შესძინოს.