LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Futurism: მეცნიერებმა შექმნეს კრემი, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა ნაიარევი გაქრეს

175
naiarevi

Futurism\Science and Technology News-ის ცნობით, ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტული კრემი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა, კანზე წლების განმავლობაში არსებული ნაიარევი, ეგრეთ წოდებული ნაწიბური საერთოდ გაქრეს.

Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, PXS-6302-ის ფორმულა ბიოსამედიცინო კომპანია Syntara-ში შეიმუშავეს. 

მკვლევრების მიერ ჩატარებულ ცდაში მონაწილეობა 50-მა ადამიანმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ  საცხი იარაზე მართლაც ზემოქმედებს. 

მეცნიერების თქმით შესაძლოა ახლო მომავალში ინოვაციური სამკურნალო საშუალება მივიღოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g