ოო, ეს რა ამბავი დაემართა მადრიდის ”რეალს”. წუხელ სამეფო გუნდი სამეფო თასის 1/16 ფინალის სათამაშოდ კადისში ჩავიდა (3:1 მოიგო) და გადახალისებულ შემადგენლობაში დენის ჩერიშევიც ათამაშა. მან გოლიც გაიტანა და შესვენებაზევე შეცვალეს. რატომ? – იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ დენის არ უნდა ეთამაშა. საქმე ისაა, რომ ”რეალს” ეს ფეხბურთელი “ვილიარეალში” ყავდა გაშვებული და წესით, დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა ”რეალის” სამწვრთნელო შტაბს ეს გამოეპარა.
რად დაუჯდება ”რეალს” ეს შეცდომა მალევე შევიტყობთ, შეიძლება თასიდან მოკვეთაც არ აცდეს.
თავად ჩერიშევმა თამაშის შემდეგ თქვა, რომ მას ”ვილიარეალიდან” აკრძალვასთან დაკავშირებით არანაირი შეტყობინება არ მიუღია.