LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გააპროტესტა პატრიოტული ღირსების ფეხქვეშ გათელვა − ამის გამო ციხეში უკრავენ თავს?!“

313
67224468-2462662753795575-5129172729408258048-o

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 20 ივნისის მოვლენების ფაქტზე ოთხიდან ერთი დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძეა. მის დაკავებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ყველა მათ დონორს და თანამშრომელს მოუწოდებს, ლორთქიფანიძის პატიმრობიდან გათავისუფლებაში დაეხმარონ. 

ირაკლი ოქრუაშვილი მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტშის შენობაში ძალადობრივ შეჭრას - შსს

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა სამართალდამცველებმა, აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს

განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ცხოველების კვლევისა და დაცვის საქმეში არაერთი ინოვაციის შემომტანია და არასდროს ჰქონია კრიმინალთან შეხება. ახლა კი მისი საქმიანობა მხოლოდ იმიტომ უნდა შეჩერდეს, რომ პატრიოტული ღირსების ფეხქვეშ გათელვა გააპროტესტა.

“დღეს დააკავეს სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის – „ნაკრესის“ გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი ბეჟან ლორთქიფანიძე, 20 ივნისის ღამეს, ე.წ. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით.

რა უნდა ქნას კონკრეტული პროფილის სრულიად აპოლიტიკურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როცა მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს – ველური ცხოველების კვლევისა და დაცვის საქმეში არა ერთი ინოვაციის საქართველოში შემომტანს და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სპეციალისტს, საუკეთესო მეგობარს, ორი შვილის მამას, ცხოვრებაში ახლოსაც რომ არ გაუვლია არანაირ კრიმინალთან და, აქამდე და შემდგომაც ერთადერთ დანაშაულს, რომელსაც ჩაიდენს იქნება ის, რომ ვერ აიტანა სულში ჩაფურთხება და გააპროტესტა პატრიოტული ღირსების ფეხქვეშ გათელვა – ციხეში უკრავენ თავს?!

შეუძლებელია ბეჟანი ციხეში იყოს და „ნაკრესმა“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი ენერგია და ძალისხმევა მის გასათავისუფლებლად მივმართოთ. იმედია ჩვენი პარტნიორები და დონორები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს მიერ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში გარკვეულ შეფერხებას.

მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, ვისთანაც ნაკრესი თანამშრომლობს, მათ შორის სამთავრობო უწყებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ერთეულებს, კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ბეჟანის გათავისუფლებაში. ასევე მივმართავთ პარლამენტარებს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წევრებს, მხარი დაგვიჭირონ ამ საქმეში და თავმდებად დაუდგნენ ბეჟანს – იქნებ რომელიმემ მაინც გადაწყვიტოს, რომ არც მათ უნდათ ისეთი საქართველო, რომელშიც ბეჟან ლორთქიფანიძე ციხეში იჯდება?” – წერს ორგანიზაცია ნეკრესი.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 1975 წელს დაბადებული ბ. ლ. რომელიც ასევე, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g