LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააუქმეთ ყველა რეკორდი: მძლეოსნებს არ ენდობიან

84

ჟურნალისტებმა მოუწოდეს მძლეოსნობაში ყველა მსოფლიო რეკორდი გააუქმონ.
ყველაფრის მიზეზი რა თქმა უნდა დოპინგია.

დოპინგ სკანდალების სიუხვე და სხვადასხვა შეჯიბრებებში პრიზიორთათვის მედლების ჩამორთმევამ სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციას (AIPS) აზრი და ეჭვი გაუჩინა, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ სებასტიან კოესთვის წინადადებით მიემართა, რათა ყველა მსოფლიო რეკორდი გაუქმდეს.

AIPS-ის პრეზიდენტ ჯანი მერლოს აზრით, რომელიც La Gazzetta dello Sport-ს წარმოადგენს, რეკორდები შესაძლოა არაპატიოსანი გზით ყოფილიყო დამყარებული.

სხვათა შორის, მსგავსი იდეა 2000-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში წამოაყენეს, მაშინ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ინიციატივა უარყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები